მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა პროფესიული განათლების განვითარების ხედვა გააცნო. ხაზი გაესვა პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის აქტიურად ჩართვისთვის მნიშვნელობას.
საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ 2022-28 წლების პროგნოზებს. აღინიშნა, რომ ფართო რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა საშუალოვადიან პერიოდში და ის საშუალოდ 5.0%-ს შეადგენს.