ეკონომიკური გუნდის შეხვედრა პრემიერთან

კონსულტაციები მმართველ გუნდში.

გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ ოფისში მთავრობის და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდა. კომენტარების მიხედვით, შეკრების მიზეზი 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი იყო, რომლის საბოლოო, ანუ მესამედ კორექტირებული ვარიანტი მთავრობამ პარლამენტს თვის ბოლომდე უნდა წარუდგინოს. კონსულტაციების შემდეგ მთავრობის მეთაური პირველად გამოეხმაურა პარლამენტში გუშინდელ კენჭისყრას და საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩაგდებას. გიორგი გახარია წუხილს გამოთქვამს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლის შესახებ მომზადებულმა პროექტმა შესაბამისი პროცედურა ვერ გაიარა.

სანდრო ჯუფალაკიანი მუშაობს „ქართული ოცნების“ ოფისში.