ეკონომიკური ფორუმი თბილისში

„საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ – თბილისში ეკონომიკური კონფერენცია მიმდინარეობს. განიხილავენ რეფორმებსა და ქვეყანაში განსახორციელებელ პროექტებს.

ფორუმში მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგნელები და ექსპერტები მონაწილეობენ. დისკუსიის ერთ-ერთი საკითხი გლობალურ ეკონომიკაში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივაა.