ეკონომიკური ფორუმი

ჯანდაცვის მინისტრმა, სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან ერთად, ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძემ სექტორში მიმდინარე რეფორმებზე და გეგმებზე ისაუბრა. განსახილველ თემებს შორის იყო, პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, კერძო სექტორთან თანამშრომლობა და კლინიკების დაფინანსების მოდელი. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამ მიმართულებებით დაზღვევის სექტორთან და შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.