ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად ნათია თურნავა დაინიშნა

12:06, 19.04.2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად ნათია თურნავა დაინიშნა. მან მინისტრის თანამდებობაზე გიორგი ქობულია შეცვალა. თურნავა ამ დრომდე მინისტრის მოადგილე იყო. საკადრო ცვლილებაზე პრემიერ-მინისტრი დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრებს.

შესაბამისად, მთავრობის მეთაური განმარტავს, თუ რა გახდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეცვლის მიზეზი. ეკონომიკის მინისტრის ცვლილებას საკანონმდებლო ორგანოში ეხმაურებიან.

 

მსგავსი