საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ბრიუსელში, ევროკომისრებთან გამართული მაღალი რანგის შეხვედრები შეაფასა. ლევან დავითაშვილის თქმით, ევროკომისრებთან შეხვედრებისას განხილული იყო ეკონომიკის ყველა სექტორული მიმართულება და ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტი, ასევე პროგრესი იმ მიმართულებებში, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან აახლოებს და მის ინტეგრაციას უწყობს ხელს. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ევროკომისრებთან შეხვედრებისას ასევე განხილული იყო ევროკავშირთან ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობა, რაც პრიორიტეტულია როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვის.