ეკონომიკის მინისტრის მოსმენა

ოპონენტების კრიტიკის მოსმენა მოუხდა ეკონომიკის მინისტრს.

პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე მისულ გიორგი ქობულიას მწვავე კითხვები საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმაც დაუსვა. შეკითხვები ძირითადად იმ განცხადებას ეხებოდა, რომელიც მინისტრმა მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე და სიღარიბის მაჩვენებელზე გააკეთა. განმარტებების შემდეგ მთავრობის წევრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში სიღარიბე ორჯერ შემცირდა, თუმცა მაინც საკმაოდ მაღალ დონეზეა, განსაკუთრებით-რეგიონებში. გამოწვევებზე საუბრის დროს კი მთავარ პრობლემად სამუშაო ძალის არასაკმარისი კვალიფიკაცია დასახელდა.