ეკონომიკის მინისტრის მოსმენა პარლამენტში

საკანონმდებლო ორგანოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს უსმენენ.

ლევან დავითაშვილი პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება და სამინისტროს საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარადგენს. ამ წუთებში მინისტრი დეპუტატების კითხვებს პასუხობს – რატომ არ აისახება ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებული მაჩვენებლები მოსახლეობაზე, რატომ იზრდება რუსეთზე დამოკიდებულება ექსპორტ-იმპორტის მიმართულებით – მინისტრის მისამართით ეს კითხვები ოპოზიციის წარმომადგენლებმა დასვეს. მმართველი გუნდი კი რეგიონული პროექტების მიმდინარეობით დაინტერესდა.