ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხს ეკონომიკის მინისტრი ეხმაურება.
გიორგი ქობულიამ დამსაქმებელთა ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ კერძო სექტორს პორტის პროექტისთვის დაფინანსების მოზიდვა უჭირს, თუმცა მისი თქმით, ეს არ არის დაკავშირებული „თიბისი ბანკის“ გარშემო მიმდინარე პროცესებთან.