ისტორიული პროექტი იწყება – ასე ეხმაურება ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას წყალტუბოს რეაბილიტაციაზე. მინისტრმა პროექტის მნიშვნელობასა და წყალტუბოს რეაბილიტაციის სამომავლო გეგმებზე საქართველოს პირველი არხის გადაცემაში ისაუბრა. მისი თქმით, რეაბილიტაციის შედეგად, წყალტუბო აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ცნობილი საკურორტო მიზიდულობის ცენტრი გახდება.