ეკონომიკის მინისტრი ტურიზმის სექტორს შეხვდა

ეკონომიკის მინისტრი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს.

ნათია თურნავა ქუთაისსა და იმერეთის მხარეში მცირე სასტუმროებისა და საოჯახო სასტუმრო სახლების მესაკუთრეებს შეხვდა. მინისტრისა და ბიზნესის შეხვედრა ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში გაიმართა.

ნათია თურნავა პირადად ეცნობა კერძო სექტორის ხედვას, თუ რა დახმარება და მხარდაჭერა შეიძლება გაუწიოს მათ სახელმწიფომ. ნათია თურნავას ინფორმაციით, ტურიზმის სექტორში არსებული პრობლემების დაძლევის საკუთარ პროგრამას ეკონომიკის სამინისტრო საზოგადოებას კვირის ბოლოს გააცნობს.