ეკო-საგანმანათლებლო ღონისძიება ნავენახევის მღვიმეში

12:29, 08.11.2018

სოფელ ნავენახევის სკოლის მოსწავლეებისთვის ნავენახევის მღვიმეში ეკო-საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა.

ინიციატივა დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიიას ეკუთვნის. მოსწავლეებმა მღვიმის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აქციაშიც მიიღეს მონაწილეობა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, ნავენახევის მღვიმის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა.

აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, გამოიყო საგანმანათლებლო და საბავშვო სივრცეები. მღვიმე რამდენიმე დღეში გაიხსნება და ვიზიტორები დათვალიერებას ნოემბრის ბოლოდან შეძლებენ.

მსგავსი