ეკა სეფაშვილის გამოსვლა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე

18:13, 08.10.2026

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა, პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი. მან სამხრეთ კავკასიაში ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელს, ლუის გრასას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ იზოლაცია პრობლემიდან გამოსავალი არ არის, ხოლო საქართველოს არასოდეს დაუხურავს სივრცე დიალოგისთვის. დეპუტატმა ასევე ისაუბრა დემოკრატიის შეფასების კრიტერიუმებზე, საქართველოში 2024 წელს ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დასკვნაზე და დიალოგის, თანმიმდევრულობისაა და ორმაგი სტანდარტების თავიდან აცილების მნიშვნელობაზე.

მსგავსი