ეკა გიგაური ნიდერლანდების პარლამენტს დახმარებას სთხოვს 

21:32, 03.04.2026

მძიმე რეაქციები მოჰყვა ნიდერლანდების პარლამენტში საქართველოს საკითხზე გამოსვლას. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური საქართველოს მიმართ იმ პროცედურების დაწყებას ითხოვს, რომლებიც რეკომენდაციის სახით, ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ დასკვნაშია გაწერილი. გიგაური ნიდერლანდებს, როგორც სისხლის სამართლის და საერთაშორისო სასამართლოების მასპინძელს, სთხოვს, ორივე სასამართლოში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სამართლებრივი დავების დაწყება ითავოს. არგუმენტად „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში აღწერილი ფაქტები სახელდება – საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მესამე სექტორის წარმომადგენელმა საქართველოში ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებზე, მედიის, მესამე სექტორის და ოპოზიციის დევნა-შევიწროებაზე, დაკავებებზე, პოლიციის მხრიდან ძალადობასა და რეპრესიებზე ისაუბრა. იყო მოწოდება ერთ-ერთ სადამსჯელო ინსტრუმენტად სანქციების დაწესებისკენაც. ოპოზიციის ნაწილი მოთხოვნას სრულად იზიარებს და ფიქრობს, რომ 24 ქვეყნის და ოთხი ქართული ოპოზიციური პარტიის მოთხოვნით, ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში შექმნილი მისიის მძიმე დასკვნას სამართლებრივი პროცედურები აუცილებლად უნდა მოჰყვეს. დავალება უცხო ძალების ჩარევით ხელისუფლების შესასცვლელად -ასეთია მმართველი გუნდის პასუხი.

მსგავსი