EBU-ს ტრენინგი

18:25, 07.05.2021

პირველი არხის ბაზაზე და „ი-ბი-იუს“ რეგიონული აკადემიის ტრენინგების სერია დაიწყო.

სესიებში მონაწილეობენ როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლები, ასევე კოლეგები სომხეთიდან. წელს პირველად ტრენინგების სერიაში რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის წევრი მაუწყებლებიც ჩაერთნენ. პირველ ეტაპზე, სტუდენტები იმ სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებიდან შეირჩნენ, რომლებთანაც პირველ არხს თანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული. მათ შორის არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტი.

მსგავსი