EAO: ევროკავშირის 20 ქვეყანაში ინტერნეტ სარეკლამო ბაზარი 6 წელიწადში 93%-ით გაიზარდა

ევროკავშირის 20 ქვეყანაში ინტერნეტ სარეკლამო ბაზარი 6 წელიწადში 93%-ით, ხოლო სატელევიზიო ბაზარი 9%-ით გაიზარდა – კვლევის ამ მონაცემების ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორია აქვეყნებს.

ორგანიზაციის მიერ  ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2016 წელს ონლაინ მედიამ 36.8 მილიარდი ევროს ოდენობის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, ხოლო სატელევიზიო რეკლამამ 31.4 მილიარდი ევრო შეადგინა.

მობილური რეკლამებიდან შემოსულმა შემოსავალმა ევროკავშირის 20 ქვეყანაში 2016 წელს 2.7 მილიარდი დოლარი შეადგინა. ანგარიშში ნათქვამია, რომ სარეკლამო ინდუსტრია მთლიანად ტრანსფორმაციას განიცდის, რაც პროვოცირებულია ახალი სარეკლამო ტექნოლოგიებისა და მოთამაშეების მიერ. Google და Facebook კი ინლაინ მედიის დომინანტები არიან, – ნათქვამია ევროპული აუდიოვიზუალური ობსერვატორიის ახალ ანგარიშში.