ე.წ. რეფერენდუმი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე
რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ოთხ რეგიონში – დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ რეფერენდუმები დაიწყო.
დონეცკსა და ლუგანსკში მოსახლეობას მხოლოდ ერთ შეკითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა: „მხარს უჭერთ თუ არა ფედერაციის სუბიექტის სახით შესვლას?“. ხერსონსა და ზაპოროჟიეში კი სამი შეკითხვა იქნება: „ გსურთ თუ არა უკრაინისგან გამოყოფა, დამოუკიდებელი სახელმწიფოების შექმნა და რუსეთთან შეერთება?
ლუგანსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, რუსული ძალები მოქალაქეებს ე.წ. რეფერენდუმში ხმის მიცემას აიძულებენ. ასევე ე.წ. ხელისუფლებამ მოსახლეობას 23-დან 27 სექტემბრამდე ქალაქის დატოვება აუკრძალა. უკრაინის ტერიტორიებზე რეფერენდუმი 27 სექტემბრამდე გაგრძელდება. ამ პროცესის გამო, ევროკავშირმა, შესაძლოა, მოსკოვს დაწესებული სანქციები გაუფართოოს. უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ „რეფერენდუმების“ ჩატარებას შეერთებული შტატები, ნატო და ეუთო გმობენ.