ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების საქმის სასამართლო განხილვა

18:13, 23.06.2019

70 წლის გიორგი წიქარიძე, რომელსაც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებით აქციაზე აფეთქების ორგანიზება ედება ბრალად, მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა.

ბრალდებული ადასტურებს, რომ სახლის ეზოში ბენზინის და დიზელის ნარევით ნახევრად სავსე ბოთლები ჰქონდა, თუმცა ამბობს, რომ მხოლოდ პირადი მიზნისათვის.

გიორგი წიქარიძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, გამომძიებლებს კი ზეწოლაში ადანაშაულებს. საქმეში ფიგურირებს მთავარი მოწმე გოჩა კოკაია, რომელსაც პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებული ტელეფონზე ესაუბრა და აქციაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენების გეგმა გააცნო. ამავე საქმეზე გამოკითხვაზეა დაბარებული ირაკლი ოქრუაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებისთვის პასუხების გაცემა მოუწევთ გიგი უგულავას და ნიკა მელიას. არც ერთი მათგანი სასამართლოში მისვლას არ აპირებს და გამოკითხვას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ითხოვს.

მსგავსი