ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმე

ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმე და 7-წლიანი პროცესის დასასრული.

ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს უნდა გამოაცხადოს.

ფოტოგრაფები წინა ხელისუფლების დროს დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენის შეცვლას ელოდებიან. მათ მხარდასაჭერად სასამართლოში პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი შვილთან ერთად მივიდა.