ძველი განცხადებები – ახალი პოზიციები
საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე ხმაურიანმა განხილვამ პოლიტიკურ სივრცეში გადაინაცვლა.
სასამართლო დარბაზში „ლელოს“ წევრების განცხადებების მოსმენის შემდეგ ხელისუფლება პარტიას სიცრუის გავრცელებაში და პოზიციების შეცვლის მცდელობაში ადანაშაულებს. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების და უკრაინაში ქართველი მოხალისეების გაგზავნის მოთხოვნა ერთ-ერთი არგუმენტია, რომლითაც სარჩელში „ქართული ოცნება“ „ლელოს“ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებში ადანაშაულებს. „ლელო“ ორივე მოთხოვნას კატეგორიულად უარყოფს და პარლამენტის თავმჯდომარისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. სწორედ შალვა პაპუაშვილმა შეახსენა ოპონენტებს 2022 წელს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში პარლამენტის სხდომათა დარბაზში თუ მის სამუშაო ოთახში შეხვედრისას გაკეთებული განცხადებები. სატელევიზიო არქივში შენახული გამოსვლების გასაჯაროებამ „ლელოს“ წევრების კიდევ უფრო გაღიზიანება გამოიწვია. პოზიციის შეცვლა თუ ძველი განცხადებებისგან გამიჯვნის მცდელობა – არქივი „ლელოს“ ლიდერების იმ განცხადებებსაც ინახავს, სადაც ომის დაწყების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ სავიზო და ფინანსური შეზღუდვების ამოქმედებას მოითხოვეს.