ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კვირეული

ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიცია „ევროპა დონა საქართველო“ კამპანიის, „სამიზნე სიცოცხლისთვის“ ფარგლებში, მორიგ ღონისძიებას მართავს.

შეხვედრა სამუშაო ფორმატში მიმდინარეობს და მასში ჯანდაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, სახელმწიფო სტრუქტურებიც მონაწილეობენ. შეხვედრის ორგანიზატორები მთავარ პრობლემად და გამოწვევად მკურნალობისა და მედიკამენტების მაღალ ფასს ასახელებენ და ამბობენ, რომ მეტი სიცოცხლის გადასარჩენად დაფინანსებების გაზრდაა საჭირო.

შეხვედრაზე ძუძუს კიბოსთან ბრძოლის სტრატეგიაზეც იმსჯელებენ.