ძლიერმა წვიმამ თბილისის ზოგიერთ რაიონს პრობლემები შეუქმნა

ძლიერმა წვიმამ დედაქალაქის ზოგიერთ რაიონს პრობლემები შეუქმნა. ვაშლიჯვარში, უხვი ნალექის გამო მეწყერსაწინააღმდეგო კედელი ჩამოიშალა, რომელმაც ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის საყრდენი კედელი დააზიანა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. საბურთალოს რაიონის გამგებლის,   ინფორმაციით, დაზიანებული საცხოვრებელი სახლიდან მოსახლეობა უკვე ევაკუირებულია. ექვსსულიანი ოჯახი ბინის ქირით დაკმაყოფილდება. კერძო სახლი საცხოვრებლად სახიფათოა.