ძლიერი წვიმა თბილისში

დედაქალაქში უხვ ნალექს პრობლემები მოჰყვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 100-მდე შეტყობინება შევიდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ქალაქის მასშტაბით, მოსახლეობისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით, 20-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. შეტყობინებების უმრავლესობა საცხოვრებელი სახლების სარდაფების, ეზოებისა და ქუჩების დატბორვას უკავშირდება.

სამაშველო ჯგუფის უმეტესობა დიდ დიღომსა და სოფელ დიღომში გამოიძახეს. ძლიერი წვიმის შედეგად, დიდ დიღომსა და სოფელ დიღომში დაიტბორა ქუჩები. წყალი შევარდა საცხოვრებელი კორპუსების სარდაფებში და პირველ სართულებზე. ქუჩებში კი ნიაღვარმა დააზიანა რამდენიმე ავტომობილი.