ძლიერი წვიმა სენაკში

ძლიერმა წვიმამ სენაკში პრობლემები შექმნა. წყლის უხვმა ნაკადმა სოფელ თეკლათში სახლები დატბორა. სრულად განადგურებულია პირველი სართულები. არსებული ავეჯი და ტექნიკა. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ. ხელისუფლება მოსახლეობას უკვე შეხვდა და არსებულ ვითარებას გაეცნო. მიმდინარეობს წყალსაწრეტი არხიდან წყლის ამოტუმბვა. სოფელი თეკლათი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ორჯერ დაიტბორა.