„ძლიერი საქართველოს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ძლიერი საქართველოს“ სარჩელი, სამგორის რაიონის ვერიფიკაციის აპარატების სიებისა და ქვითრების გამოქვეყნების შესახებ არ დააკმაყოფილა. ანა დოლიძის განმარტებით, სიების გამოქვეყნება არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ დადასტურდეს, ვინ მიიღო მონაწილეობა 26 ოქტომბრის არჩევნებში. მისი თქმით, სასამართლოს მხრიდან სარჩელის დაუკმაყოფილებლობის მიზეზი არის ის, რომ მათ არ სურთ გამოაჩინონ მთავარი მტკიცებულება, რომლითაც დოლიძის შეფასებით, არჩევნების გაყალბება დადასტურდება. გაასაჩივრებს თუ არა აღნიშნულ გადაწყვეტილებას „ძლიერი საქართველო“, ამ დროისთვის უცნობია.