ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფმა, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა, ბადრი ჯაფარიძემ და გრიგოლ გეგელიამ სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრა გამართეს.
ინფორმაციას პოლიტიკური გაერთიანების პრესსამსახური ავრცელებს. ამ ცნობით, ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ცხადია, რომ ჩვენი ხალხის მიმართ მხარდაჭერა გაგრძელდება მანამ სანამ ქართველი ხალხი არ მიაღწევს ახალი არჩევნების ჩანიშვნას. მისივე თქმით 20 იანვრის შემდეგ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შტატების ახალი ადმინისტრაციის იმედი არ უნდა ჰქონდეთ. გრიგოლ გეგელიას თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი აგრძელებს აქტიურ მუშაობას საქართველოსთან მიმართებაში და ის ცვლილება, რომელიც უწყებაში იგეგმება არ შეცვლის პოლიტიკას, რომელიც საქართველოს მიმართ არსებობს.
მანამდე პოლიტიკოსებმა შეხვედრა გამართეს IRI სათავო ოფისში.