„ძლიერი ოჯახი – ძლიერი სახელმწიფო“ – შეხვედრა პარლამენტში
ოჯახის სიწმინდის დღეს პარლამენტიც შეუერთდა. „ძლიერი ოჯახი – ძლიერი სახელმწიფო“ – ამ გზავნილით პარლამენტში ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისია იყო. ღონისძიების ფარგლებში, სკოლის მოსწავლეების თემატური ნამუშევრების გამოფენაც შედგა, თემაზე „ჩემი ოჯახი – ჩემი თვალით დანახული სამყარო“. წარმოდგენილი ნამუშევრები ასახავდა ახალგაზრდების ხედვას ოჯახის მნიშვნელობის, ღირებულებებისა და პასუხისმგებლობის შესახებ. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ოჯახის ინსტიტუტის გაძლიერების მნიშვნელობის ხაზგასმა, ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერა, დემოგრაფიული განვითარების საკითხებზე ყურადღების გამახვილება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.