ძლიერი ინსტიტუტების ინდექსი - ევროკომისიის ანგარიში 
ძლიერი ინსტიტუტების ინდექსით საქართველოს ხელისუფლებამ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და მსოფლიოში 34-ე ადგილზე გავიდა. ევროკომისიამ კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, ძლიერი ინსტიტუტების ინდექსი გამოაქვეყნა. შეფასების 100-პროცენტიანი სისტემით, ჩვენს ქვეყანას ახალი ისტორიული მაქსიმუმი 63% აქვს. ინსტიტუციური სიძლიერით საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ 13 სახელმწიფოს, მათ შორის პორტუგალიას, ხორვატიას, საბერძნეთს, სლოვაკეთს, უნგრეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მალტას, კვიპროსს, ბულგარეთს, მონტენეგროს, რუმინეთსა და თურქეთს.
 
მსოფლიოში სახელმწიფო მმართველობების ინსტიტუციური სიძლიერე შეფასდა ოთხი კრიტერიუმით: კოორდინაცია; მონაცემთა შესაძლებლობები; იმპლემენტაცია; ბიუროკრატიის ხარისხი. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ამ კვლევას ჩენდლერის მმართველობის ინსტიტუტი აწარმოებს, რომლის სათაო ოფისი სინგაპურში მდებარეობს. ანგარიში ეყრდნობა გაერო-ს, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების პროფილურ კვლევებსა და ანგარიშგებებს.