ძიუდოისტმა ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

15:57, 24.06.2019

მინსკის ევროპულ თამაშებზე ქართულ დელეგაციას მორიგი მედალი ახალგაზრდა ძიუდოისტმა ლუკა მაისურაძემ შესძინა.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა იტალიელი ანტონიო ესპოზიტო დაამარცხა და მესამე ადგილის მფლობელი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოს ნაკრების მონაგარი ბელარუსის ევროპულ თამაშებზე ერთი ოქროსა და ოთხი ბრინჯაოს მედალია.

დღეს ძიუდოში დასკვნითი დღეა. ტატამზე 3 ქართველი ძიუდოისტი ავა. 90 კგ-ში ბექა ღვინიაშვილი, 100 კგ-ში ვარლამ ლიპარტელიანი და მძიმე წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილი იასპარეზებენ.

მსგავსი