ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიოს ჩემპიონია

პირველი ქართული ოქრო ტოკიოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატიდან. ქართველი ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიოს ჩემპიონია. მისი მეტოქე ფინალურ მატჩში უზბეკი მოწინააღმდეგე იყო.

ბრძოლის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე, ლუხუმს ორი გაფრთხილება ჰქონდა, თუმცა მეტოქე ილეთზე წამოაგო და დაწინაურდა.

მესამე გაფრთხილების მიღების შემთხვევაში, ქართველი სპორტსმენი დამარცხდებოდა, მაგრამ ძირითადი დროის დასრულებამდე 17 წამით ადრე, ლუხუმმა მეტოქე იპონზე დასცა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ლუხუმ ჩხვიმიანი მეოთხე ძიუდოისტი გახდა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო.