გურამ მოდებაძე - ნაკრებში ერთსულოვნება და ერთმანეთის გვერდში დგომაა საჭირო [ვიდეო]
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად გურამ მოდებაძე დაინიშნა. ქართველი სპეციალისტი 23 წელია სამწვრთნელო საქმიანობითაა დაკავებული და 2002-2010 წლებში საქართველოს ნაკრებში მუშაობდა.
პოსტის დაკავების შემდეგ მან პირველი კომენტარი პირველ არხზე, „მოამბეში“ გააკეთა.