დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა.
სირიის მიმართ სანქციების მოხსნა გადაწყვეტილია – დამასკოს მიმართ სასანქციო პოლიტიკას 46 წლიანია ისტორია ჰქონდა. სირიის მოსახლეობას იმედი აქვს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ნაბიჯი ადგილობრივების ყოფას და ცხოვრების პირობებს გააუმჯობესებს. არანაკლებ რეზონანსული აღმოჩნდა 25-წლიანი პაუზის შემდეგ ერ რიადში აშშ-ის და სირიის პირველი პირების აუდიენციაც. ტრამპს ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ გარდამავალი მთავრობის პირობებში დამასკოსთან ურთიერთობის ნორმალიზების იმედი აქვს. ალ შარაას მიმართ, რომლის წარსულის გამო საკმაოდ დიდ სპეტიციზმია და მისი დაკავებისთვის თვეების წინ ჯილდოც იყო დაწესებული, თეთრი სახლის ლიდერმა საკუთარი სიმპატიებიც გამოთქვა.
ვინ იყო ჩართული შეზღუდვების მოხსნაზე შეთანხმების მიღწევაში და რა პირობებით მოხდა სანქციების გაუქმება – ვარაუდობენ, რომ ვაშინგტონის შემდეგ შესაძლოა ანალოგიური ნაბიჯი ბრიუსელმაც გადადგას.