ძებნილი პირის დაკავება
დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და მარიხუანის უკანონო რეალიზაციისთვის ძებნილი ეგვიპტის მოქალაქე. ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებული თავის საცხოვრებელ სახლში გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას ახდენდა. ის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 25 აგვისტოდან იძებნებოდა. დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.