ძალაში შევიდა ამერიკული FARA-ს ანალოგი - გამოხმაურება

შვედეთისა და ესტონეთის საგარეო საგარეო საქმეთა სამინისტროები „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტს“ ეხმაურება. „ახალი უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი ბოლო დროს მიღებული რეპრესიული კანონების მთელ რიგს ემატება, რომლებიც საქართველოში დამოუკიდებელი ხმების ჩახშობას ისახავს მიზნად. შვედეთი საქართველოს მამაც სამოქალაქო საზოგადოებასა და ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დაცვის კუთხით მის შთამბეჭდავ მუშაობას მხარს მტკიცედ უჭერს“, – ნათქვამია შვედეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

„უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოში დემოკრატიის ჩახშობის მიზნით გადადგმულ კიდევ ერთ სასტიკ ნაბიჯს წარმოადგენს, – ამის შესახებ კი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ სოციალურ ქსელში დაწერა.