ძალადობრივი საპროტესტო აქციები საფრანგეთში

12:22, 06.10.2026

საფრანგეთში სკოლის მოსწავლეების მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება. მოსწავლეები კლასებში გადატვირთულობას, მასწავლებლების ნაკლებობასა და განათლების სისტემაში არსებულ სხვა პრობლემებს აპროტესტებენ. გასულ კვირას დემონსტრანტებმა ასობით სკოლის ბლოკირება მოახდინეს. ფრანგული მედიის ცნობით, აქციის მონაწილეები პოლიციელებს სხვადასხვა საგანს ესროდნენ, სამართალდამცველებმა კი მათ წინააღმდეგ ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დაშავდა 190 მოსწავლე, ასევე 50-ზე მეტი პოლიციელი. დაკავებულია 5 000 ადამიანი. საფრანგეთის ქალაქ ლანსში, აქციაზე 15 წლის მოზარდმა ხელი დაკარგა. შემთხვევის ზუსტი გარემოებები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ,,ფრანს პრესი“ პოლიციის პროფკავშირის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ 15 წლის მოზარდმა, სავარაუდოდ, პოლიციის მიერ ნასროლი ყუმბარა აიღო და ხელში აუფეთქდა.

მსგავსი