ძალადობრივი აქცია - პოლიტიკური შეფასებები

მომხდარ ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს ოპოზიცია, რომელიც დროულ გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვს. მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ სახელმწიფომ მოქალაქეების უფლებები და უსაფრთხოება ვერ დაიცვა. ძალადობას გმობენ უმრავლესობაშიც და აცხადებენ, რომ მომხდარს უმკაცრესი რეაგირება უნდა მოჰყვეს, მოძალადეები კი კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯონ.