ძალადობის შესახებ პრევენცია

15:17, 17.08.2019

შინაგან საქმეთა სამინისტროში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის საკითხებზე გამომძიებელთა გადამზადების კურსი გრძელდება.

ხუთდღიანი სასწავლო პროგრამა როგორც სამართლებრივ, ასევე, ფსიქოლოგიურ-თეორიულ საკითხებს მოიცავს. სწავლების მონაწილეები, ასევე გაეცნენ ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს, კერძოდ, მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ გამოწვევებს, მიღწეულ შედეგებს და სამომავლო გეგმებს.

კურსის დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცემა.

მსგავსი