ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი

18:35, 28.10.2023

საქართველოში „ადამიანით ვაჭრობის და ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი“ გაიხსნა. თავშესაფარი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაქვემდებარებაში ფუნქციონირებს და ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სრულად ადაპტირებულია. ადგილზე ძალადობის მსხვერპლი პირები უზრუნველყოფილი იქნებიან დროებითი სადღეღამისო საცხოვრისით, ფსიქოლოგიურ-სოციალური რეაბილიტაციით, სამართლებრივი მომსახურებით და სამედიცინო მომსახურების მიღების ორგანიზებით. პროექტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

მსგავსი