„ძალა ერთობაშია“ ცესკო-ს წინააღმდეგ

პოლიტიკური უთანხმოების მიზეზი ხდება საუბნო-საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი.

ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებენ. ხელისუფლების ოპონენტები ნეპოტიზმზე საუბრობენ და ამტკიცებენ, რომ კომისიებში დამოუკიდებელი წევრების შერჩევის პროცესი გამჭვირვალე არ არის. ოპოზიციური პარტიები კონკურსის მონაწილეებთან გასაუბრებას ითხოვენ.

ცესკო ბრალდებებს არ იღებს. პრეტენზიები უსაფუძვლოდ მიაჩნია მმართველ პარტიასაც, რომელიც ოპონენტებს სეართაშორისო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებს ახსენებს.