დვაიტ ჰოვარდი საქართველოშია

21:54, 08.10.2026

თბილისს NBA-ის ჩემპიონი, All star-ის რვაგზის გამარჯვებული
კალათბურთის დიდების დარბაზის წევრი, დვაიტ ჰოვარდი სტუმრობს.

ამერიკელი „ცენტრი“ კარიერას საქართველოს სუპერლიგის კლუბ „ბლექ ფორტრეს თბილისში“ გააგრძელებს. 40 წლის სპორტსმენი მსოფლიო კალათბურთის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მოთამაშედ მიიჩნევა. მან NBA-ში 18 სეზონი ჩაატარა და სხვადასხვა დროს „ორლანდო მეჯიქის“, „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ და „ჰიუსტონ როკეტსის“ ღირსებას იცავდა. ჰოვარდის ტრანსფერი ქართული კალათბურთისთვის გამორჩეული მოვლენაა. „ბლექ ფორტრეს თბილისი“, რომელიც ახლახან აღზევდა საქართველოს უმაღლეს საკალათბურთო ლიგაში, ახალი სეზონის წინ ხმაურიან გაძლიერებას განაგრძობს.

დვაიტ ჰოვარდის დებიუტი თბილისური კლუბის მაისურით 10 ოქტომბერს შედგება.

მსგავსი