დუშეთში ისტორიული უბნების რეაბილიტაცია იწყება

დუშეთში ისტორიული უბნების რეაბილიტაცია იწყება. საუბარია XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აშენებულ 40 სახლზე, რომელთაგან 24 მათგანს, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული.

მიმდინარე სამუშაოები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა და დაგეგმილ პროექტებზე დუშეთის ადგილობრივ მოსახლეობას ესაუბრა. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს და მისი ღირებულება ხუთ მილიონ ლარს აღემატება. ამასთან, მიმდინარეობს დუშეთის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია.