დუშეთის სახალხო თეატრის სახელობითი ვარსკვლავი

იაკობ ტრიპოლსკის სახელობის დუშეთის სახალხო თეატრი 143 წლის იუბილეს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით გაიმართა საზეიმო ღონისძიება. კულტურის სახლის შენობაში თეატრის ვარსკვლავი გაიხსნა.

ღონისძიების ფარგლებში თეატრმა სხვადასხვა აქტივობას უმასპინძლა. მოეწყო თეატრის ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა, დასმა კი თამარ პოპიაშვილის რეჟისორობით, გოდერძი ჩოხელის მოთხრობების მიხედვით დადგმული სპექტაკლი წარადგინა. დუშეთის თეატრი ერთ-ერთი უძველესია საქართველოში მოქმედ სახალხო თეატრებს შორის.