დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომა

12:33, 04.11.2026

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის დახმარება და სტუდენტებისთვის დაფინანსება გაგრძელდება. გადაწყვეტილება კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერის საკითხებზე დროებითი სამთავრობო კომისიის 30-ე სხდომაზე მიიღეს.

განიხილეს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში. იმსჯელეს აღნიშნულ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაზე. კომისიის საქმიანობის მთავარ პრიორიტეტად დასახელდა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე დროული და ეფექტიანი რეაგირება, მათი სოციალური პირობებისა და საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება.

მსგავსი