დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი

მიმდინარე საგაზაფხულო სესიის კვირაში მმართველი გუნდი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას კენჭს უყრის. კომისიის მუშაობის მთავარი მიზანი 2003-დან 2012 წლამდე პერიოდში, წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების შესწავლა იქნება. აღნიშნულ საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას უარყოფითად აფასებს ოპოზიცია. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კაპანაძე „ქართულ ოცნებას“ ურჩევს, რომ მათი მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულები გამოიძიონ.