დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი

განხილვის თემაა მმართველი გუნდის ინიციატივა წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე ისინი გეგმავენ, შექმნან საკანონმდებლო ორგანოში დროებითი საგამოძიებო კომისია. მათი თქმით, ეს კომისია „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდზე პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას მოამზადებს.

2003-2012 წლებში მომხდარი მოვლენების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია საკანონმდებლო ორგანოში ექვსი თვის განმავლობაში იმუშავებს. დასკვნებსა და რეკომენდაციებს დეპუტატები საშემოდგომო სესიის დასრულებამდე გამოაქვეყნებენ. ოპოზიციური სპექტრი აცხადებს, რომ არალეგიტიმური პარლამენტის მიერ შექმნილი კომისიაც არალეგიტიმური იქნება, მათი თქმით, აღნიშნული თემა საზოგადოების ინტერესის სფერო არაა, ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მთავარი კითხვები მათ აქვთ გაყალბებულ არჩევნებსა და მათი თქმით, მიტაცებულ ძალაუფლებაზე.