დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა

„ქართული ოცნება“ საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას ხვალ ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირებს. მმართველი გუნდის განცხადებით, აპირებენ წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულები გამოიძიონ. ამ ინიციატივის ფარგლებში, კომისია „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდზე პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას მოამზადებს. გეგმის მიხედვით, 2003-2012 წლებში მომხდარი მოვლენების შემსწავლელი ჯგუფი საკანონმდებლო ორგანოში 6 თვის განმავლობაში იმუშავებს. რის შემდეგაც, დროებითი საგამოძიებო კომისია შესაბამის დასკვნას და რეკომენდაციებს გაასაჯაროებს.