დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა

15:03, 13.02.2025

წინა ხელისუფლების პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიას თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს, კომისიის მდივანი კი სოზარ საუბარი იქნება. „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ პირველი სხდომა დღეს გაიმართა და უკვე განსაზღვრა ის მიმართულებებიც, რაზეც პირველი სამი თვის განმავლობაში იმუშავებენ. როგორც კომისიის წევრები ამბობენ, მნიშვნელოვანია, საბოლოოდ, პოლიტიკურად თუ სამართლებრივად შეფასდეს წინა ხელისუფლების თანამდებობის პირების ქმედებები და საქმიანობა. კომისიის მუშაობას სკეპტიკურად აფასებს ოპოზიცია. მათ შორის განსაკუთრებით კრიტიკულია „ნაციონალური მოძრაობა“.

თამარ წიკლაურის ჩართვა „მოამბის“ პირდაპირ ეთერში.

მსგავსი