დღეს პირველ სხდომას გამართავს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელმაც წინა ხელისუფლების პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა უნდა შეისწავლოს. სხდომა საორგანიზაციო ხასიათის იქნება. საგამოძიებო კომისიის წევრები აცხადებენ, რომ ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა იყო წარსულში და კონკრეტულად 2003-2012 წლებში. საგამოძიებო კომისია ექვსი თვის განმავლობაში იმუშავებს, შემდეგ კი დასკვნას და რეკომენდაციებს პროკურატურაში გააგზავნის.
თამარ წიკლაურის ჩართვა „მოამბის“ პირდაპირ ეთერში.