„ქართული ოცნება“ საგამოძიებო კომისიას ბიუროზე დაარეგისტრირებს

21:33, 31.01.2025

პოლიტიკური დღის წესრიგში აქტიურდება მმართველი პარტიის წინასაარჩევნო დაპირების შესრულება.

მომავალ კვირას იგეგმება იმ დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განხილვა, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ჩადენილი ქმედებები უნდა გამოიძიოს. კომისიის შექმნის მიზნად ხელისუფლება ყოფილი მმართველი პარტიის დანაშაულებრივ პოლიტიკურად ძალად გამოცხადებას და მის აკრძალვას ასახელებს. დაგეგმილია მოწმეების, მათ შორის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების დაბარება და ექვსთვიანი მუშაობის შემდეგ მომზადებული დასკვნის პროკურატურაში გაგზავნა. ხელისუფლებაში ყოფნიდან 12 წლისთავზე ოპოზიციური პარტიის გასამართლების გეგმას არასერიოზულად განიხილავენ ოპონენტები. ოპოზიციის პოზიციით, მმართველი გუნდი მთავარი პრობლემებიდან ყურადღების გადატანას ცდილობს.

 

მსგავსი