დროებითი საგამოძიებო კომისია - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

ისევ პოლიტიკური განხილვის თემაა მმართველი პარტიის მიერ შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომლის მიზანიც წინა ხელისუფლების დანაშაულების გამოძიებაა. ოპოზიცია გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს, ცნობილია, რომ ხელისუფლების ოპონენტები კომისიასთან არ ითანამშრომლებენ.

ბარიერგადალახულ პარტიებში მმართველი ძალის მიერ კომისიის შექმნას პოპულიზმად და საკუთარი დანაშაულებების გადაფარვის მცდელობად მიიჩნევენ. „ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ სხდომაზე ყველა შესაბამისი პირის გამოცხადება კანონით არის განსაზღვრული და წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.